Ჩვენი კომპანია ბიზნეს რეიტინგების კავშირისა და შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის მიერ წლის 10 ლიდერ ოქროს კომპანიას შორის დასახელდა.
ბიზნეს რეიტინგების კავშირმა შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციასთან ერთად წლის ლიდერი კომპანიები დააჯილდოვა. 10 კომპანია მათ ფინანსურ-ეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით გამოარჩიეს. Წლის ლიდერი კომპანიები ბიზნეს რეიტინგების კავშირმა საქართველოში წელს მეცხრედ დაასახელა. Ნაციონალური ბიზნეს რეიტინგის საერთაშორისო ბიზნეს სარეიტინგო პროგრამაა.
მისი მთავარი მიზანი საწარმოთშორის ეკონომიკის ლიდერების გამოკვეთა და მათი ეფექტურობის განსაზღვრაა. Მსოფლიო მასშტაბით ეს რიგით 52 ოფიციალური ღონისძიება იყო. კრიტერიუმები რომლითაც წლის ლიდერი კომპანიების შერჩევა ხდება წინასწარ არის დადგენილი . ფინანსურ-ეკონომიკური მაჩვენებლების განსაზღვრა კი საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან ოფიციალურად გამოთხოვილ მონაცემებზე დაყრდნობით ხდება.
Საქართველოში ბიზნეს რეიტინგების კავშირი შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის ეგიდით საქმიანობს. Გაერთიანება 7ქვეყანას მოიცავს, მათ შორისაა საქართველო, სასომხეთი,აზერბაიჯანი , უკრაინა , ბელორუსი , ყაზახეთი და უზბეკეთი.