კომპანიის დაარსება იწყება დაახლოებით 20 წლის წინ დამფუძნებლის ისტორიით. მაშინ, როდესაც მან გადაწყვიტა ,საკუთარი გამოცდილებით შეექმნა მომსახურება, , რომელიც იქნებოდა მოწინავე პოზიციაზე და მომხმარებელს შესთავაზებდა მაღალი ხარისხის სრულ პაკეტს. გზა რომელიც მან მარტომ გაიარა, საკმაოდ რთული იყო, თუმცა სწორი მენეჯმენტისა და დიდი ძალისხმევის შედეგად, რამდენიმე წელიწადში შექმნა კომპანია, სახელად “გიო 2010”, რომელიც დღეს ქართულ ბაზარზე წარმატებით მოღვაწეობს და მის პორტფოლიოში არაერთ დიდ და მასშტაბურ პროექტს შეხვდებით. დაარსების დღიდან დამფუძნებლისა და თანამშრომლების მიერ პრიორიტეტად განისაზღვრა უსაფრთხოება, მობილურობა და მაღალი ხარისხი.
Კომპანიის საქმიანობის სფერო და ძირითადი მიმართულება ავტო ამწეებით, მობილური ამწეებითა და სხვადასხვა სატრანსპორტო სამშენებლო ტექნიკით მომსახურებაა. Მომხმარებლის სურვილისამებრ , Შესაძლოა მომსახურების როგორც ნაწილ-ნაწილ მიღება, ასევე სრული პაკეტი.კომპანია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური და სერტიფიცირებული კადრებით, მათ უმეტესობას მინიმუმ 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. დღესდღეობით კომპანიას დასაქმებული ჰყავს 40 მდე ადამიანი, ისინი თავიანთი კომპეტენციების მიხედვით პერიოდულად ტრენინგდებიან , ინფორმირდებიან უსაფრთხოების ნორმების შესახებ და მზად არიან გაუწიონ მომსახურება დამკვეთებს სამუშაოს სირთულის მიუხედავად, რაშიც იყენებენ ცოდნასა და გამოცდილებას.
Შპს “გიო2010” დღეის მდგომარეობით საქართველოს ლიდერ კომპანიებს შორისაა და ისწრაფვის დაიკავოს მოწინავე პოზიციები. Ჩვენი Გუნდი ამ ეტაპზე Დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სთავაზობს 30 მდე სხვადასხვა სახეობის ავტო ამწეს, რომელიც განისაზღვრება ტვირთამწეობით 10ტონიდან-200 ტონამდე და შესაბამისად , სიმაღლით 10 მეტრიდან-100 მეტრამდე. Ტექნიკა აღჭურვილია მაღალი სტანდარტებით , სერტიფიცირებულია და დაცულია ექსპლუატაციის ყველა დადგენილი ვადა.
კომპანიის მიზანია გაამართლოს მომხმარებლის მიერ მასზე დამყარებული ნდობა, გააუმჯობესოს მომსახურების დონე, უსაფრთხოების პოლიტიკა და განამტკიცოს გრძელვადიანი პოზიციონირების პირობები.